19.09.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
წამების ბრალდებით ძებნილი გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს [ვიდეო]

გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყება გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს. უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა, "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი ბერლინის აეროპორტში, 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მან, დავით ახალაიასთან, მეგის ქარდავასთან და რომან შამათავასთან ერთდ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად აწამა ერთი პირი.

დღის გადაცემები