19.09.2024 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
წინასაარჩევნო სპექტაკლი - ოცნებაში სააკაშვილის დანაშაულებებს იხსენებენ [ვიდეო]

საქართველოს ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს და "ქართული ოცნების" გაუკეთებელი საქმეების გადაფარვას, "ნაციონალური მოძრაობის" გაფუჭებულით  ცდილობს. პრემიერ მინისტრმა, ამჯერადაც, კანდიდატთა წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიაში კარგად იციან, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა რეიტინგი, მაინც მათთან კოჰაბიტაციას ვერ ელევიან და კავშირების შესანარჩუნებლად, ძალას არ იშურებენ. დამნაშავეების დასჯა რომ მათ ინტერესებში არ შედიოდა, ეს "პატრიოტთა  ალიანსის" რეზოლუცის  ჩაგდებითაც დაამტკიცა მმართველმა პარტიამ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის დასჯას მხარი არ დაუჭირა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები პოპულისტურ განცხადებებს, მხოლოდ წინასაარჩევნოდ აკეთებენ.

დღის გადაცემები