23.09.2024 | 05:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხათუნა ხოფერია: "ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში"

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

"ახლა, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ! საქართველოს ომში ჩაბმა და საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა! უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა. ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა! ეს რეალობაა! ეს არის ის, რაც თვალნათელია! როდესაც ფუჭდებიან მარიონეტები, სცენაზე გამოდიან "კუკლავოდები"! დიახ! ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

დღის გადაცემები