13.12.2024 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელისუფლება რეიტინგის და ლიდერის გარეშე! [ვიდეო]

ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მოქმედი მერის თანხმობა, რომ თბილისში კენჭი მეორე ვადით იყაროს, ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა. ფაქტია, კახა კალაძეს ფიქრისთვის დიდი დრო სჭირდება. ამბობს, რომ  სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.  არაფერს აკონკრეტებს და მედიას მხოლოდ შაბლონური ფრაზებით პასუხობს.  

 

რას ეყრდნობა კალაძის პროგნოზი უცნობია, თუმცა ქართული ოცნებისადმი მისი კეთილი სურვილების ახდენას ხელს, არაერთი ფაქტორი შეუშლის. მაგალითად რეიტინგი, რომელიც მმართველმა პარტიამ არჩევნებიდან არჩევნებამდე გეომეტრიული პროგრესიით დაკარგა. პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლამ, ხოლო ხელისუფლებიდან გახარიას ოპოზიციაში გადაბარგებამ, კობახიძის იმედად დარჩენილი მეოცნებეები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. პოლიტსაბჭოს სხდომა მოიწვიეს, თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატურებზე იმსჯელეს, მაგრამ არ იციან, ვისი ფოტო დაიკავებს ადგილს დედაქალაქის ქუჩებში არსებულ ბილბორდებზე.

 

ქართული ოცნების განულებული რეიტინგი არ უკვირთ პატრიოტთა ალიანსში. გოჩა თევდორაძემ მაგალითის სახით, გასული საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა, სადაც მმართველ პარტიას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შედეგების გაყალბება დასჭირდა.  

 

მეოცნებე ხელისუფლების  კაპიტულაციის შედეგად კობახიძის პარტიის მთავარი ამოცანა 43 %იანი ბარიერის გადალახვაა, რათა ქვეყანაში  რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნოს. 

დღის გადაცემები