13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელისუფლებასთან დაახლოებული თურქი ბიზნესმენის უკანონო საქმიანობა ბათუმში [ვიდეო]

თურქი ბიზნესმენის მორიგი თავნებობა ბათუმის ცენტრში. გოგოლაძის ქუჩაზე, გალიფ ოზთურქის კომპანია შვიდ კორპუსს აშენებს. დაუდგენელია მასშტაბური ნაგებობების ფუნქცია, რადგან შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დამონტაჟებული არ არის არცერთი ბანერი, რასაც კომპანიას კანონი ავალდებულებს. გალიფ ოზთურქისთვის კი საქართველოს კანონს ჩალის ფასი აქვს. ოზთურქის კომპანიას არ აქვს მშენებლობის ნებართვა, მეტიც, შესაბამისი სამსახურის მიერ ექვსჯერ არის დაჯარიმებული, თუმცა დედაქალაქის ხელმძღვანელობის კანონიერ მოთხოვნებს, თურქი ბიზნესმენის მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. მშენებლობა გრძელდება დღესაც. იმის მიუხედავად, რომ კომპანიაში მშენებლობის შესახებ კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ, "ობიექტივის" ზარებს აღარ უპასუხეს.  "ობიექტივის" "ნამდვილი ამბების" გამოჩენამ კომპანიის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია. ხელის შეშლა სცადეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ხელისუფლებას პასუხს სთხოვს "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი. ბონდო გუგულაძე მშენებლობაზე მივიდა და იქ არსებული უკანონობით დაინტერესდა.

 

ეს პირველი შემთხვევა არი არის, როდესაც თურქი ბიზნესმენები კანონის გვერდის ავლით საქმიანობენ. საქართველოს კანონის დარღვევაში არაერთხელაა მხილებული თავად გალიფ ოზთურქი, რომელიც წინა და მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და სავარაუდოდ, კანონის გვერდის ავლით საქმიანობაც მისთვის ნებადართული ამიტომ არის. მაგალითად, 2016 წელს, ბათუმის ცენტრში გალიფ ოზთურქის მიერ გაიხსნა თურქული სკოლა, გახსნის ცერემონიალს თურქეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იწყებდა ფუნქციონირებას, საქმის კურსში არ იყო საქართველოს ხელისუფლება.  

 

ოხთურქი რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, ამას მისი ბიზნესსაქმიანობაც კარგად მოწმობს. 2020 წლის თებერვალში ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გალიფ ოზთურქმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “კამარას“ 50%-50% -იანი აქციები შეიძინეს.

 

გალიფ ოზ თურქი ფლობს ბათუმში არსებული სასტუმროების, სავაჭრო ქსელების და სატრანსპორტი ბიზნესის უზარმაზარ ნაწილს. თითქმის მთელი სანაპირო ზოლი გალიფ ოზთურქის კომპანიებს უჭირავს, მათ შორის კომპანია მეტროს ავტოსადგული, სავაჭრო ცენტრი ეიფორია და მის გასწვრივ მდებარე სასტუმროები.

 

გალიფ ოზთურქის კომპაია metro holding-ი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში გამოჩნდა და 2012 წლის თებერვლიდან სააქციო კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახელით საქმიანობს.  გალიფ ოზთურქმა 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობაც კი მიიღო.  მიუხედავად იმისა, რომ გალიფ ოზთურქის მიმართ თურქეთში სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, საბოლოოდ სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, საქართველოში არც მას და არც მის ბიზნესს არაფერი დამუქრებია. ის თურქეთიდან ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს თავისუფლად მანსპინძლობს ბათუმში.

 

დღის გადაცემები