13.12.2024 | 08:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და პროკურორების შეურაცხყოფა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე [ვიდეო]

7 ნოებრის აქციის დარბევა, ტელეკომპანია იმედში შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება - ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მიხელ სააკაშვილის მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. ნულოვანი ტოლერანტობის დამამკვიდრებელმა ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წლის ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა არადეკვატური მიზეზებით ახსნა. სააკაშვილმა ამჯერადაც პროვოკაციას მიმართა და საქმის პროკურორს შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი დატოვა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში ასევე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. ამასთან,  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ტრადიციულად საკუთარი ინტერესების გატარებას დაუთმო დრო და მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.

დღის გადაცემები