25.04.2024 | 09:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ლივერპული" 4-1 დაამარცხა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი მასპინძლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საგოლე პასიც შეასრულა. კვარაცხელია მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. 57 წუთის განმავლობაში მის ანგარიშზე ოთხი წარმატებული დრიბლინგი, ოთხი საგოლე მომენტი და მეტოქის კარისკენ სამჯერ დარტყმაა.

მომდევნო შეხვედრას კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 10 სექტემბერს იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე "სპეციასთან" გამართავენ. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში კი 13 სექტემბერს სტუმრად "რეინჯერსს" შეხვდებიან.

დღის გადაცემები