13.12.2024 | 08:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას [ვიდეო]

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას. ოპოზიციონერი ლევან სამუშია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ალუდა ღუდუშაურს დაუპირისპირდა. სამუშიას განცხადებით უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, მმართველი გუნდი საკუთარი თავის ამნისტირებას ახდენს.

პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ! ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?! - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა,  „ლელოს“ წევრს ლევან სამუშიას.

ღუდუშაურის გაღიზიანება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე ლევან სამუშიას შეფასებებს მოყვა, რომლის მიხედვითაც სამუშია აცხადებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისს სისხლიანი ღამის მოწყობის შემდეგ საკუთარი თავის ამნისტიის გადაწყვეტილება მიიღო.

ინციდენტის აღმოსაფხვრელად კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

დღის გადაცემები