13.12.2024 | 08:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო ხმის მიცემის პოცესი დედაქალაქსა და რეგიონებში [ვიდეო]

დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო ხმის მიცემის პოცესი დედაქალაქსა და რეგიონებში. დარღვევებზე საუბრობენ არასამთვარობო ორგანიზაციებიც.

თბილისის #67-ე სკოლაში, სადაც #3 და #4 საარჩევნო უბნებია მოწყობილი, ხმაური იყო. „მპმ ჯორჯიას” სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმომადგენლის, ეთერ კაპანაძის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ანოვას” წევრი ელენე ქობალია, უბანზე ბეიჯის გარეშე საეჭვო ეგზიტპოლს ატარებს.

ასევე, ხმაური იყო ქუთაისის #14-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ.  უბნის სიახლოვეს შენიშნეს მოქალაქეები სიებით ხელში და მათ სია წაართვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ICDI და IDMC - დიდუბეში, მე-12 უბანზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შორის გაუგებრობა იყო, გლდანის 28-ე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების შემოწმების გარეშე შეშვების ფაქტი.

 

დღის გადაცემები