22.09.2024 | 04:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ხობსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე. დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია 150-ზე მეტი სახლი. მათივე ინფორმაციით, შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.

დღის გადაცემები