22.09.2024 | 00:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სასაკლაოებში 9 თვეში 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სასაკლაოებში სულ 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა.

მიმდინარე წლის 14 სექტემბრის მონაცემებით, ხორცპროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან განხორციელდა 281 სახელმწიფო კონტროლი, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში - 2234, ხოლო სასაკლაოებში - 617.

"გამოვლინდა 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ: ეტიკეტირების წესის, ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ვადაგასული და ფორმა 2-ის გარეშე ხორცის რეალიზაცია"-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.

დღის გადაცემები