21.09.2024 | 12:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ჩავარდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაბახმელას ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაინგრა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ჩავარდა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა გურამ კახაძემ განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გზაზე კი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

"სატვირთო მთლიანად არ ჩავარდნილა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე გზისა და ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამიტომ გზა შევიწროებულია. საგზაო მოძრაობა აღდგენილია", - აცხადებს გურამ კახაძე.

დღის გადაცემები