13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავადმყოფობდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში "იმედი", სპორტულ რადიოში "ჯაკო"; იყო საზოგადოება "დინამოს" მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004). დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014). ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა საავტორო გადაცემას "სპორტული მიმოხილვა", ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივის" ეთერში.
დღის გადაცემები