19.09.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა [ვიდეო]

ჯანდაცვის მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა, პანდემიის პირობებში თვითთმართველოსბის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი განიხილეს.

"დღეს ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას. ვისაუბრეთ ამ საკითხის ლოჯისტიკურ გადაწყვეტაზე და შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე ამ მიმართულებით. საუბარი არის საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებზე, რაშიც ჩვენთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წვლილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სამოქმედო გეგმა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაცია, ბუნებრივია, იმ კომისიის წევრების, ვინც თავიანთი ნებით გამოხატავენ ამ პროცესში ჩართვის სურვილს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

დღის გადაცემები