21.09.2024 | 04:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯანმოს დირექტორი: "კორონავირუსის პანდემიის დასასრული არც ისე შორსაა"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ, რათა აღარ მოხდეს კორონავირუსის ახალი ტალღების გავრცელება.

"კორონავირუსის პანდემიის დასასრული არც ისე შორსაა", - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

პლატფორმა worlometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში ჯამში კოროანვირუსის 615 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 6.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის გადაცემები