18.04.2024 | 11:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ჯივიპი" კრწანისის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კრწანისის ქუჩაზე სრულად იცვლება 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება. ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება "ჯივიპის" 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში "ჯივიპი" 8,5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

დღის გადაცემები