22.09.2024 | 18:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ჯივიპი" წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 0,8 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.

"წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დასრულდება. შედეგად, წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს თბილისის სხვადასხვა რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები