19.09.2024 | 19:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ [ვიდეო]

საქართველოს ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი სტუმრობენ. სენატორები ოკუპირებულ ცხინვალთან მოსაზღვრე რაიონში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობიან. მათ მეგზურობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უწევენ. ამერიკელმა სენატორებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობა სოფელ ზემო ნიქოზიდან დაიწყეს. ევროკავშირის დამკვირვებლებმა, სენატორებს უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდეს და ყურადღება ე.წ. ბორდერიზაციაზე გააახვილეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დღის გადაცემები