21.09.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯონ კირბი: "სავიზო შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ უნდა დაწესდეს"

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი თვლის, რომ სავიზო შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ უნდა დაწესდეს. ამის შესახებ მან რუსულ ოპოზიციურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სავიზო საკითხი ეთნიკურად რუსებისთვის ომის გამოცხადებად არ უნდა იქცეს და პასუხი მხოლოდ მოქალაქეების იმ ნაწილმა უნდა აგოს, რომელიც კრემლის მექანიზმის ნაწილია.

"ჩვენ რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის სავიზო შეზღუდვები უკვე დავაწესეთ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინაში ჩადენილისთვის პუტინის პასუხისგებაში მისაცემად ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა, არ გვჯერა, რომ ყველა რუსისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიულია. ისინი, ვინც უკრაინაში უკანონო და უმიზეზო ომს აწარმოებენ, პრეზიდენტი პუტინი, მისი კაბინეტი და მისი მთლიანი რეჟიმია. ამის გამო ყველა რუსი არ უნდა დაზარალდეს". - ამბობს კირბი.

დღის გადაცემები