07.05.2024 | 07:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯონდი ბაღათურია: "ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა მაშინდელი პრეზიდენტის მეთაურობით ჩაიდინეს სამშობლოს ღალატი - ცდილობდნენ აზერბაიჯანისთვის გადაეცათ ქვეყნის ტერიტორიის საკმაოდ დიდი, ისტორიული ნაწილი"

ეს ძალიან მძიმე ისტორიაა, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება, ასეთი რამ წარსულში არ მომხდარა - ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა პრეზიდენტის მეთაურობით, ჩაიდინეს სამშობლოს ღალატი. ცდილობდნენ გადაეცათ აზერბაიჯანის მხარისთვის ქვეყნის ტერიტორიის საკმაოდ დიდი, ისტორიული ნაწილი, რელიგიური სიწმინდეები, - ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

"არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირ ამბობს: - მე მთხოვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, მას ეს სჭირდება სამხედრო უსაფრთხოებისთვის, სტრატეგიული სიმაღლე გადაეცეს აზერბაიჯანის მხარეს. პირდაპირ ამბობს, რომ მან დაავალა ამ ჯგუფს, რომ მაღლობი გადაეცეს აზერბაიჯანს. ქედს ხომ ორი ფერდობი აქვს, ორივე ჩვენია ახლაც იურიდიულად, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც მან სიტყვიერი შეპირება მისცა და ამის ფორმალიზაციას ცდილობდა, ქედზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ. პროკურატურას რომ ეს საქმე არ აღეძრა, ჩვენ დავით გარეჯი დაკარგული გვექნებოდა. სამხედრო, გაბატონებული სიმაღლე ნიშნავს იმას, რომ შენ აკონტროლებ პერიმეტრს და შეგიძლია წარმატებით შეგიძლია სარაკეტო და საარტილერიო შეტევა მიიტანო ნებისმიერ მიმართულებაზე. თეორიულად, რადგან თვითონ ახსენა, საარტილერიო დანადგარები იქ რომ დაიდგას ქედზე, ძალიან წარმატებით შეიძლება თბილისზე სარაკეტო შეტევის განხორციელება. არ ვიცი რა ჰქვია ამას, როცა მთავარსარდალი ამას ამბობს", - განაცხადა ბაღათურიამ.

დღის გადაცემები