22.05.2022 | 21:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანტონიო გუტერეში რუსეთს მიმართავს, გამოიყენოს სააღდგომო დღესასწაული შერიგებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის [ვიდეო]

კონრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა.  უშედეგო იყო მჯელობა ევროპარლამენტშიც. უკრაინა პარტნიორებისგან საჭირო დახმარებას მოითხოვს, დსავლეთში კი, კვლავ სანქციების პაკეტებს განიხილავენ. ანტონიო გუტერეში რუსეთის ფედერაციას მიმართავს, გამოიყენოს სააღდგომო დღესასწაული შერიგებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა კრემლში მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ვლადიმერ პუტინის გარემოცვა მიზეზად უკრაინის დელეგაციის არათანმიმდევრულ პოზიციებს ასახელებს. ოფიციალურ კიევში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.

გამოქვეყნდა 31 დღის წინ  |  ნანახია 38-ჯერ