25.01.2022 | 14:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაერო ავღანეთის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ორ პროგრამას იწყებს [ვიდეო]

გაერო ავღანელი მოსახლეობისა და მეზობელ ქვეყნებში დევნილი ავღანელებისთვის  ჰუმანიტარული დახმარების ორ პროგრამას  იწყებს იწყებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ გამოყოს 5 მილიარდი დოლარი ამ მიზნით. ორგანიზაციის შეფასებით, დღეს 22 მილიონ ადამიანს პირველადი მოხმარების პროდუქტი ესაჭიროება, ეს კი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი და 5 მილიონ ნახევარზე მეტი ავღანელია, რომლებიც იძულებულები იყვნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.  გაერო დარწმუნებულია, რომ ავღანეთში სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია. თოვლიანი და ყინვიანი ზამთარი ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. შეერთებული შტატების განცხადებით, ის დამატებით 308 მილიონ დოლარს დოლარს და კორონავირუსის მილიონ დოზას გამოუყოფს ავღანეთის მოსახლეობას.  როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ავღანეთისთვის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 782 მილიონ დოლარს მიაღწია.  გაეროს ინიციატივას მიესალმა მოძრაობა „თალიბანი“, რომელიც გასული წლის აგვისტოში ქვეყნის სათავეში მოვიდა. მისმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოსახლეობის 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

გამოქვეყნდა 12 დღის წინ  |  ნანახია 39-ჯერ
დღის გადაცემები