25.01.2022 | 15:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი - უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით,  სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა,  რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი კონფლიქტის გზას თუ აირჩევს, ამერიკა, მისი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური გადაახდევინონ, გააძლიერონ ნატო-ს მზადყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში. 

გამოქვეყნდა 12 დღის წინ  |  ნანახია 33-ჯერ
დღის გადაცემები