25.01.2022 | 15:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოეტი რეზო ამაშუკელი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს [ვიდეო]

რეზო ამაშუკელი საზოგადოებამ  უკანასკნელ გზაზე გააცილა. პოეტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები. რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა ქვეყნის პრემიერმაც. ირაკლი ღარიმაშვილი პოეტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.


რეზო ამაშუკელი სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. პოეტმა რამდენიმე თვის წინ კოვიდი გადაიტანა, ოჯახის ახლობელის თქმით, მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. რეზო ამაშუკელი  85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა. 

გამოქვეყნდა 11 დღის წინ  |  ნანახია 63-ჯერ
დღის გადაცემები