25.01.2022 | 14:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის მიერ წამოყენებულ საკვანძო მოთხოვნებს ნატოში უარყოფენ [ვიდეო]

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციისთვის წამოყენებულ საკვანძო მოთხოვნებს ნატოში უარყოფენ. ნატოს წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის მიუხედავად ალიანსი თავის ოპონენტთან მკაცრი ტონის შეცვლას არ გეგმავს. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან იარაღის კონტროლთან დაკავშირებით, თუმცა ეს ცალმხრივად არ მოხდება იმ პირობებში, როცა რუსეთი საკუთარ სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ის უკრაინაში შეიჭრა და მისი ნაწილის, ყირიმის ოკუპირება მოახდინა. გარდა ამისა აგძელებს კონტროლსა და დესტაბილიზაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში.“ - აცხადებს სტოლტენბერგი.

გამოქვეყნდა 12 დღის წინ  |  ნანახია 43-ჯერ
დღის გადაცემები