19.05.2024 | 22:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. დოკუმენტი 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დაამტკიცეს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე საერთო-სახალხო კენჭისყრა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჩაატარა. რეფერენდუმის ერთადერთი კითხვა იყო: "თანახმა ხართ თუ არა, აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?". ეს იმას გულისხმობდა, რომ საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე იქნებოდა. რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. საერთო-სახალხო კენჭისყრაში ხმა ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მისცა. მათგან 98,9 პროცენტმა შეკითხვას დადებითად უპასუხა, ხოლო რეფერენდუმის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა.

დღის გადაცემები