31.05.2024 | 00:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს თბილისში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამ მოვლენების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა მმართველობა რეჟიმის დასუსტების, ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის პირობებში იძულებული გახდა, 1990 წელს დაენიშნა მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგებითაც ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა. მომდევნო წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ქვეყნის ისტორიაში 9 აპრილი, როგორც გლოვისა და ამავე დროს გამარჯვების დღე შევიდა.

 

დღის გადაცემები