20.05.2024 | 01:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროპარლამენტარები თბილისში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ.

შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.

დღის გადაცემები