20.05.2024 | 05:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროპარლამენტარი იერონ ლენარსი კორუფციულ სკანდალზე: "რაც მოვისმინეთ, Netflix-ის ფილმს ჰგავს - ფულით სავსე ჩემოდნები სახლებში - სამწუხაროდ, ეს სიმახინჯეა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროპარლამენტში"

ევროპარლამენტის წევრი იერონ ლენარსი ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა.

"მიჭირს იმ სიბრაზის გადმოცემა, რაც მომხდარი სკანდალის გამო მაქვს. ვეთანხმები ევროკომისარს - სირცხვილი მაქვს. რაც მოვისმინეთ და რაზეც ინფორმაცია ვრცელდება, Netflix-ის ფილმს ჰგავს - ფულით სავსე ჩემოდნები სახლებში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა Netflix-ი. ეს სიმახინჯეა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში" - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი იერონ ლენარსი.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

დღის გადაცემები