18.08.2022 | 03:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბარბარიზმებით დაბინძურებული ქართული ენა [ვიდეო]

ქართული ენა, რის დაცვასაც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, თავგანწირვით ბრძოლა დასჭირდათ, ახლა უბრძოლველად დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.  ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი, სახელმწიფო ენა, გლობალიზაციის კვალდაკვალ, უცხო ენების გავლენისგან გადარჩენას ითხოვს. ენათმეცნიერები,  ადამიანები, ვინც ქართული ენის განვითარებასა და შენარჩუნბაზე ზრუნვას ათწლეულები შესწირეს, ხმამაღლა ამბობენ, რომ თუ თითოეული მოქალაქე და სახელმწიფო ფხიზლად არ იქნება, არაერთი ქართული სიტყვა შესაძლოა დროთა განმავლობაში სამეტყველო ენიდან გაქრეს და ბარბარიზმებით ჩანაცვლდეს.

 

ქართული ენის დაბინძურების მაგალითს რიგით მოქალაქეებს მასმედია და პოლიტიკოსები აძლევენ, გვეუბნება ავთანდილ არაბული. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ დაშვებული ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, სკოლებში გრამატკისვის განკუთვნილი დროის შემცირება და ენის საფუძვლების ზედაპირული სწავლებაა. ენათმეცნიერი, პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლების გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს.

 

ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიეთებლის - სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში ხელისუფლის როლზე საუბრობს მანანა ტაბიძე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქოტორი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ევროინტეგრაციასთან ერთად სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაც უნდა შეძლოს.

 

წერე და ილაპარაკე ქართულად! -ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას მშობლიური ენის დაცვაში განუზომლად დიდი როლი აქვს.

 

დღის გადაცემები