18.08.2022 | 02:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქართული განათლების სისტემა ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოების ჩამონათვალშია [ვიდეო]

რეფორმებში დაკარგული ქართული განათლების სისტემა, რომელიც მსოფლიო რეიტინგებში ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოების ჩამონათვალშია, ნათლად უჩვენებს თუ რა პრობლემების წინაშე დგას საგანმანათლებლო დარგი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული სისტემა ნაკლებად ხელმძღვანელობს კვლევებით და ფაქტებით განათლების სპეციალისტებმა გადაწყვიტეს საქართელოს დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიისთვის თავი ერთად მოეყარათ  და წიგნად გამოეცათ.  წიგნის ავტორებმა 30 წლიანი ისტორია სამ ნაწილად დაყვეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2003 წლამდე, 2003 წლიდან 2012 წლამდე და 20012 წლიდან დღემდე. დოკუმენტური და საარქივო მასალების შესწავლით ირკვევა რომ 1997 წლამდე განათლების შესახებ კანონი არ არსებობდა. 90-იან წლებში მსოფლიო ბანკმა დონორის სახით სისტემაში 60 მილიონიანი პროექტი განახორციელა, თუმცა მისი ათვისება ვერ მოხდა.

 

2007 წლიდან ქვეყანაში პოლიტიკურმა კრიზისმა განათლების სისტემაზე პირდაპირ ასახვა ჰპოვა. მაშინდელმა ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ განათლების სისტემაში ჩადებულმა რესურსმა საკმარისი დივიდენდები ვერ მოიტანა. დეცენტრალიზებული სისტემა კვლავ ცენტრალიზებულ სისტემაზე გადადის.

 

სასკოლო განათლების ისტორიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობენ განათლების სპეციალისტები. აღნიშნავენ რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალის ერთ წიგნში თავმოყრა განათლების სისტემას საინტერესო მასალას მიაწვდის და ერთგვარი ანალიზის საშუალებას მისცემს.

 

საქართელოს დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის მანძილზე განათლების სისტემაში 18 მინისტრი შეიცვალა. თითქმის ყველა ხელმძღვანელი ახალი იდეებითა და რეფორმებით მოდიოდა, თუმცა ხელშესახები შედეგი ვერც ქვეყანამ, და ვერც სისტემამ ვერ ნახა.

დღის გადაცემები