24.04.2024 | 14:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
1-2 ოქტომბერს "თბილისობა" გაიმართება

"თბილისობა" დედაქალაქში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, კალაძე გამოეხმაურა "თბილისობის" დღესასწაულის ხარჯებთან დაკავშირებით ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და აღნიშნა, რომ "ეს ადამიანები სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული".

"გვაქვს შესაძლებლობა 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ "თბილისობის" დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები, რაც ძალიან მასშტაბური იქნება. "თბილისობას" ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები კონცერტები მთელი დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი, სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება. ეს აჟიოტაჟი "ნაციონალური მოძრაობის' ტელევიზიების მხრიდან საახალწლო ღონისძიებების თანმდევი პროცესია, "თბილისობის" და სხვადასხვა ღონისძიებების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. იგივე გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს. მაგალითად, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, უნდათ, ეცადონ მოატყუონ საზოგადოება იმაში, თითქოს თბილისის მერიას მილების ჩადება დაავიწყდა, შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა იმაში, რომ თბილისის მერიას ჭის თავების წამოწევა დაავიწყდა და ხელმეორედ დავიწყეთ კონკრეტული ქუჩების გადათხრა და ა.შ. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის მათი ხელწერა და ეს ადამიანები სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული, სიძულვილის ენა მათი ყოველდღიური თემა გახდა", - განაცხადა კალაძემ.

დღის გადაცემები