19.04.2024 | 00:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა

"თბილისობა 2022"-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - "უჩინმაჩინის ქუდი" პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.

გალა-კონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.

დღის გადაცემები