დღის სიახლეები
15 თებერვლიდან პატარები საკლასო ოთახებში ბრუნდებიან [ვიდეო]
სასწავლო პროცესი, საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდება. თითქმის ერთი წელია მოსწავლეები გაკვეთილებს, ონლაინ ფორმატში ესწრებიან. შეზღუდვა არც ახლა იქნება. მათ ვისაც სახლიდან სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, ამისთვის მხოლოდ სპეციალური ფორმის შევსება და განცხადების დაწერა მოუწევთ.
მე-5-დან მე-12-ე კლასის ჩათვლით მოზარდებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღეს დაურიგდათ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პირბადეებით მოსწავლეებს სკოლები არ უზრუნველყოფენ და აღნიშნულზე მშობლებმა უნდა იზრუნონ. მშობლები იძულებულები ხდებიან ყოველდღიურად ბავშვებს სასწავლო დაწესებულებაში რამდენიმე პირბადე გაატანონ.
მსგავსი
დღის გადაცემები