04.05.2024 | 05:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"Toronto Sun-ი": კანადაში, კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს

გამოცემა "Toronto Sun-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კანადაში, რენფრიუს კათოლიკურმა სკოლამ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერა და დააპატიმრებინა იგი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

ჯოშ ალექსანდერს სტატუსი გასული წლის ნოემბერში შეუჩერდა იმ კომენტარისთვის, რომელიც მან საკლასო ოთახში გენდერის შესახებ გააკეთა. მას ასევე უთხრეს, რომ იგი სასწავლებელში იქამდე ვერ დაბრუნდებოდა, სანამ ამას არ უარყოფდა.

6 თებერვალს, ალექსანდერი სკოლაში დაბრუნდა, ვიცე-დირექროტს შეხვდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

როგორც კათოლიკური სკოლის მოსწავლემ Nation Post-თან ინტერვიუსში განაცხადა, მან გენდერთან დაკავშირებით კლასში მიმდინარე განხილვისას რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

"ვთქვი, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომ იბადები ან ქალად, ან მამაკაცად. ამის გამო გავეხვიე პრობლემებში", – აღნიშნა ალექსანდერმა.

მისივე თქმით, იგი არასდროს ეძახის მის ტრანსგენდერ თანაკლასელებს იმ სახელით, რომელიც გარდასახვამდე ჰქონდათ.

დღის გადაცემები