26.04.2024 | 23:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტეხასის შტატის სენატმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებს "სქესის შესაცვლელი" სამედიცინო ჩარევებისგან დაიცავს

ტეხასის შტატის სენატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ბავშვებს იმ სამედიცინო ჩარევებისგან დაიცავს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლას ისახავს მიზნად.

ტეხასის შტატის სენატში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვნებისთვის ტრანსგენდერული სამედიცინო ჩარევები, როგორიცაა, პუბერტატის დამთრგუნავი პრეპარატების მიღება, ჰორმონოთერაპია და სქესის შესაცვლელი ოპერაცები, აღიკვეთება.

რესპუბლიკელმა სენატორმა დონა კემპბელმა, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი და ამასთანავე, კანონპროექტის ავტორია, აღნიშნა, რომ სამედიცინო ჩარევები, რომელიც პაციენტების სქესის შეცვლის მიზნით ხორციელდება, მხოლოდ პროვაიდერებს აძლევს ხელს. "არსებობს ფული, რომელიც ფსიქიკური დაავადების მქონე დაუცველი ბავშვების ექსპლუატაციის ხარჯზე კეთდება", – შენიშნა კემპბელმა და გენდერულ დისფორიას "დროებითი ფსიქიკური აშლილობა" უწოდა.

Breitbart News-სთან გაკეთებულ განცხადებაში ტეხასის ღირებულებების მოქმედების პოლიტიკის დირექტორმა თქვა, რომ კანონპროექტის წარდგენას მიესალმება და აღნიშნა, რომ "მოხარულები ვართ, რომ კანონპროექტი ტეხასის შტატის სენატში მესამე მოსმენით გავიდა. ბავშვებისთვის ზიანის მომტანი ე.წ. გენდერული მკურნალობისგან დაცვა საკანონმდებლო პრიორიტეტს წარმოადგენს და ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მძლავრი იმპულსი წარმომადგენელთა პალატაშიც გაგრძელდება".

უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად ბავშვების ტრანსგენდერული სამედიცინო ჩარევებისგან და იდეოლოგიისგან დასაცავად  შესაბამისი საკანონმდებლო ზომები სხვა შტატებშიც მიიღეს.

ტენესის შტატში გუბერნატორმა ბილ ლიიმ ახლახანს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სქესის შესაცვლელ ოპერაციებს, ჰორმონოთერაპიასა და პუბერტატის დამთრგუნავი პრეპარატების მიღებას კრძალავს. მან ასევე, ხელი მოაწერა კანონპროექტს, საზოგადოებრივ ადგილებსა და ბავშვების თანდასწრებით ტრანსვესტიტების შოუების გამართვის აკრძალვის შესახებ.

ანალოგიური ტიპის კანონპროექტები მიიღეს ვაიომინგისა და მისურის შტატებშიც.

დღის გადაცემები