26.04.2024 | 00:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია აბაშიძე: "ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა. ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს!"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"სოზარს დიდი ხანია ვიცნობ. არ ახასიათებს თვალთმაქცური შარლატანობა. ბატონ ხუნდაძეზე მცხეთელებისგან ბევრი დადებითი მსმენია. ყაველაშვილზე ვერაფერს ცუდს საღად მოაზროვნე ვერასდროს იტყვის. პარლამენტის წევრები (არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ჯგუფში არიან) თუ ამას ამბობენ, გაეცეს პასუხი! ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა. ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს! ანტიამერიკანიზმი სამშობლოში მოიკითხონ სამარცხვინოებმა! მე ტრამპისტი ვარ და არა ბრეჟნევი ბაიდენ-ბიდონისტი! ნოემბერში, კონგრესის არჩევნების შედეგები იტყვის ყველაფერს!", - წერს გია აბაშიძე.

დღის გადაცემები