24.04.2024 | 10:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოზარ სუბარი: "სამარცხვინო პერფორმანსი ვიხილეთ ადამიანებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდშიც ციხეები გადაქცეული იყო "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად - დღეს ამ სისტემის შემოქმედი 2-ოთახიან პალატაშია"

მართლაც სამარცხვინო პერფორმანსი ვიხილეთ დღეს ამ დარბაზში იმ ადამიანებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდშიც საქართველოს ციხეები გადაქცეული იყო "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხეები პატიმრებით იყო გადავსებული და "დღეს ამ სისტემის შემოქმედი 2-ოთახიან პალატაში იმყოფება".

"საქართველოს ციხეებში 24 500 პატიმარი იხდიდა სასჯელს და ელოდებოდა განაჩენს. მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით ყოველ ასი ათას კაცზე. დღეს რომ იგივე რაოდენობის პატიმრები იყვნენ, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნებოდა პატიმრების რაოდენობით, მაგრამ დღესაც კი, როდესაც 60%-ზე მეტით არის პატიმრების რაოდენობა შემცირებული და დაახლოებით, 9200-ის ფარგლებშია. დღესაც, პრაქტიკულად, ევროპაში, თურქეთს და რუსეთს თუ არ ჩავთვლით, საქართველო პირველ ადგილზე დგას და დაახლოებით, 2-ჯერ მეტი პატიმარი გვყავს, ვიდრე საერთო საშუალო ევროპული მაჩვენებელია", - განაცხადა სუბარმა.

დღის გადაცემები