19.04.2024 | 00:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიული ალასანია აღიარებს, რომ მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლა ავანტიურა იყო

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აღიარებს, რომ მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლა ავანტიურა იყო. ეს განცხადება პატიმრის დედამ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან "იუთუბ" არხზე გადაცემაში ჩართვისას გააკეთა.

გიული ალასანია ადასტურებს, რომ სააკაშვილის ბოლო გეგმამ არ გაამართლა და სწორედ ამიტომ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე ინტერვიუს დროს გაირკვა ისიც, რომ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ჟურნალისტმა წინასწარ იცოდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ ის საქართველოში კონკრეტული გეგმით და რევოლუციონერის სტატუსით ბრუნდებოდა.

"რევოლუციას ახლა ყოველთვის იმ მნიშვნელობით იყენებენ, რომ უნდა გადატრიალება მოაწყოს. რევოლუცია ნიშნავს ყველანაირ რეფორმას. რეფორმაც რევოლუციაა, ცვლილებები. რა თქმა უნდა, კონკრეტული გეგმით ჩამოდიოდა. ის ჩამოდიოდა, რომ გადაერჩინა საქართველო. იმ პერიოდში აქ იყო არჩევნები, ჩამოვიდა შარლ მიშელი. ჩემი შვილი ჩამოვიდა იმიტომ, რომ დაეცვა პოლიტიკური შეთანხმების პირობები", - აღნიშნა ალასანიამ.

დღის გადაცემები