26.04.2024 | 10:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გივი მიქანაძე: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტობრივად აღარ არსებობს"

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ შიდა დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობას" დაშლამდე მიიყვანს. დეპუტატ გივი მიქანაძის თქმით, პარტიამ ლუსტრაცია განიცადა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტობრივად აღარ არსებობს. საერთოდ, ასეთი პოლიტიკური სუბიექტი აღარ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოუდგენელი ლუსტრაცია განიცადა ამ პარტიამ, როდესაც წარმოაჩინა თავისი რეალური სახე და მიზნები და შიდაპარტიული დაპირისპირების ფორმატში რეალურად წარმოაჩინა ის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მართავდნენ ამ ქვეყანას", - მიიჩნევს მიქანაძე.

დღის გადაცემები