25.04.2024 | 09:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს: "როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ დევიდ კრემერი და თქვენ, გასაგებია"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრემერი ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე.

"როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და დ.კრემერი გასაგებია.
ამაზე კომენტარს რატომ არ აკეთებთ, ესეც. ჯორჯ ბუშ უფროსის თუ ჯორჯ ბუშ უმცროსის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია დ.კრემერი, ამის კომენტარი თუ შეიძლება ქალბატონო ელჩო?" - წერს ხაინდრავა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა კრემერის ირგვლივ შემდეგი განაცხადა: "არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრემერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება".

ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს დევიდ კრემერის იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნავს, რომ "სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს".

დღის გადაცემები