26.04.2024 | 17:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიმიტრი ხუნდაძე: "ბიძინა ივანიშვილის წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო საუბარი კელი დეგნანთან შეხვედრაზე"

პრაქტიკულად, ამ წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს - არა მხოლოდ იმას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, არამედ ამ წერილის შინაარსში იკითხება, თუ რაზე იყო იქ საუბარი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.

"ჩნდება დამატებით ერთი კითხვა: თუკი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდებოდა იმას, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, მაშინ ის აღარ იქნებოდა ოლიგარქი? შეხვედრის ხანგრძლივობაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეხვედრა და მისი შინაარსი არ იყო მარტივი. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ იყო საუბარი იმ დროისთვის მთავარ საკითხზე, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება. ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არაა. ამიტომ საჭიროა საზოგადოების მობილიზება და შეიარაღება სწორი ინფორმაციით, რომ ის სხვა შეიარაღების მსხვერპლი არ გახდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

დღის გადაცემები