25.04.2024 | 23:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში გზები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დაზიანდა, ცაგერის სოფელ ლაჯანაში კი მეწყრული პროცესები გააქტიურდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დააზიანა. ამასთან, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

როგორც პაპუნა მარგველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რასაც საგზაო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

,,სტიქიურმა მოვლენებმა პრობლემები მთელ რეგიონს შეუქმნა. ვიყავით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, სადაც უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა. მიწის მასამ გადაკეტა დამაკავშირებელი გზა, რის შედეგაც შეფერხდა მოძრაობა. დილიდანვე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და უკვე აღდგენილია მოძრაობა. ასევე, პრობლემები შეგვექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები, დაიტბორა სავარგულები, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ანძები. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადაუხადა სახურავი, გუშინვე მოხდა რამდენიმეს დახურვა და ამ მხრივ სამუშაოები კვლავ გრძელდება. შეიქმნა კომისია, რომელიც აგრძელებს ზარალის დათვლას, რომელსაც უახლოეს მომავალში დავადგენთ“, - აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.

დღის გადაცემები