23.04.2024 | 20:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის აღდგენის სამუშაოები.

შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის გადაცემები