13.12.2024 | 06:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ ბოჟაძე: "ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, დღევანდელი სანქციების მიზეზი არის სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა თუ პირიქით – ამ ნდობის შემცირება"

"ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის გარშემო გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ მთელი მსოფლიო საუბრობს ამერიკის მართლმსაჯულების პრობლემებზე და, ამ დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ოთხ მოსამართლეს დაუწესა სანქციები. საკუთარი მართლმსაჯულების პრობლების გადაფარვა უნდათო, ამას ვერ იტყვის ადამიანი, მაგრამ ლევან მურუსიძისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე არ დაუწესებიათ სანქციები და ახლა რა საქმეზე ან საქმეებზე დაუწესეს სანქციები? რა სანდო წყაროდან აქვთ ინფორმაცია და აპირებენ თუ არა კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის ორგანოებს და ფართო საზოგადოებას?" – წერს "ფეისბუკის" გვერდზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, მოსამართლეების სანქციების მიზეზი სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაა თუ პირიქით – ამ ნდობის შემცირება.

"თუ ის არის მიზანი, რომ ამის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორის თუ "მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელის ან/და მათთვის სასურველი სავარაუდოდ თუ დადასტურებულად ნებისმიერი დამნაშავის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ ხალხს ,,პოლიტიკური პატიმრები” უძახოს?

ჩვენო ამერიკელო მეგობრებო, ველოდებით კორუფციული ფაქტების წარმოდგენას და სანდო წყაროებისგან კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკის მოსმენას. სხვა შემთხვევაში, დღევანდელი გადაწყვეტილება აღქმული იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობად", – აღნიშნავს ბოჟაძე.

დღის გადაცემები