23.04.2024 | 02:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ ბოჟაძე კასიანოვის განცხადებაზე: "დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში"

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. 

ბოჟაძე წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას.

"რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის 1 წლის განმავლობაში 200 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან 30 000-ზე მეტი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ასევე ასიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გავიდა ქვეყანაში, მაგრამ არ დაფიქსირებულა არცერთი ინციდენტი ან კონფლიქტი უკრაინელებსა და რუსებს შორის. დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, (სახმელეთო გზით მიმოსვლა არც არასდროს შეწყვეტილა) ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა... მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას!" - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ  უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან შესაძლებელია, თუკი რუსების შემოდინების გამო უკრაინელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

დღის გადაცემები