06.05.2024 | 03:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია იტალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციის მთავარი მოკავშირეა.

როგორც დასავლური მედია წერს, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უკავშირდება ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას.

ეს კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხს უკავშირდებოდა. მედია წერს, რომ დრაგიმ 172 ხმა მიიღო, 39-ის წინააღდეგ, მაგრამ ბოიკოტი წარმოადგენს აშკარა საფრთხეს მისი მთავრობისთვის.

დღის გადაცემები