26.04.2024 | 11:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "დასავლეთი ფაშისტური გერმანულ-იტალიურ-იაპონური ბლოკის მსგავსი ღერძის შექმნას იწყებს"

დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანულ-იტალიურ-იაპონური ბლოკის მსგავსი "ღერძის" შექმნას იწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე შეთანხმდა, რომელშიც პირდაპირაა საუბარი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან - ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვას. „აცხადებენ, რომ შექმნიან გლობალურ ნატო-ს. აბა, რა არის ეს?" - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, წელს ბრიტანეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში კონტაქტების დამყარების შესახებ.

"ამიტომაც თავად დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ - ეს ჩვენ არ ვართ, ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი იწყებს ახალი ღერძის შენებას, რომლის მსგავსიც ოცდაათიან წლებში გერმანიის, იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის ფაშისტურმა რეჟიმებმა შექმნეს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას.

"დიახ, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთმოქმედების სფეროში. ამას არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა.

დღის გადაცემები