26.04.2024 | 21:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგური "გოცირიძე" სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიხსნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური "გოცირიძე" შესაძლოა, მომავალ კვირას გაიხსნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პროექტი რამდენიმე დღეში შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება, რის შემდეგაც მეტროსადგური გაიხსნება.

"ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზი, რომელიც ფაქტობრივად, გამოსწორებულია, რამდენიმე დღეში უკვე შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება და გაიხსნება", - განაცხადა კალაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად რა პერიოდზეა საუბარი, თბილისის მერმა უპასუხა: "ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის".

დღის გადაცემები