19.04.2024 | 04:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე: "სრული გულწრფელობით ვამბობ, არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან - ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს"

რაც შეეხება პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ამერიკულ კანონს, რომელსაც "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებმა რუსული კანონის ცრუ იარლიყი მიაწებეს - სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული კანონი ვინმეს უცხოურ აგენტად გამოცხადებას არ გულისხმობს.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, "ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთეს, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს და შემდეგ მოღალატეობრივი რეზოლუციით ომის საკუთარ თავზე აიღეს".

"ეს დანაშაული საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჩვენთვის არავის გაებედა და ეკადრებინა. აღარაფერს ვამბობ, ადამიანების წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, მედიის მიტაცებაზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რაც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. რაც შეეხება პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ამერიკულ კანონს, რომელსაც "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებმა რუსული კანონის ცრუ იარლიყი მიაწებეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ეს არის რუსული. სრული გულწრფელობით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან, აბსოლუტურად არანაირი. მინდა გითხრათ, რომ ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს და ის არავის საქმიანობას არავითარი ფორმით არ ზღუდავს. მერწმუნეთ, მეგობრებო, არ ზღუდავს არანაირი ფორმით. სრული სიცრუეა გავრცელებული იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კანონი რომელიმე ადამიანს აგენტად აცხადებს ან უცხოური დაფინანსებით კეთილი საქმეებით კეთებას რაიმე ფორმით კრძალავს, ასე არ არის. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სამედიცინო, განათლების მიმართულებებით [ეხება]. არავის ეხება, არც სამედიცინო და არც განათლების სფეროებს, არც მეცნიერებას ეხება ეს, მეგობრებო, ტყუილია, არ დაუჯეროთ! ეს არის იმის შედეგი, რომ შინაარსში არავინ შედიოდა და მთელი არასამთავრობო სექტორი თავისი დამფინანსებლებით მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ცრუ პროპაგანდა გაევრცელებინათ და საზოგადოება სიცრუით შეეყვანათ შეცდომაში, ახალგაზრდები შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს თუ ვინმე უცხოურ გრანტს მიიღებდა, ის აგენტად გამოცხადდებოდა. ტყუილია მეგობრებო, არ დაუჯეროთ საერთოდ სიმართლეს არ შეეფერება. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, იცით, რომ გუშინ პირველი მოსმენით იქნა მიღებული და გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში. დაველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებები და შეფასებები იქნება გაკეთებული. ესეც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის მიმართულებით მივყვებით ამ გზას და არცერთი ნაბიჯით არ გადაგვიხვევია. ზუსტად ეს გადაწყვეტილებაც, რომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა აღნიშნული კანონი მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის გადაცემები